სასწავლო პროექტი

პროექტის   სახელწოდება: გადავარჩინოთ ხალხური სიმღერა

პროექტის მთავარი იდეა: სოფელში მცხოვრები უხუცესებიდან ძველი, მივიწყებული ხალხური სიმღერების ჩაწერა, აღდგენა და შესწავლა

პროექტის აქტუალობა: შევქმნი მოსწავლეთა ჯგუფებს საცხოვრებელი უბნების მიხედვით, რომლებიც ოჯახებში ეწვევიან ძველი ხალხური სიმღერების მცოდნე ადამიანებს გიორგი კალანდაძეს ,კარლო ვასალომიძეს, აივენგო წიტაიშვილს. ბავშვები მათგან მოისმენენ ძველ ხალხურ სიმღერებს, ჩაიწერენ ტექსტებს,შეისწავლიან მელოდიას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ძველი ხალხური სიმღერების შესწავლისა და გადარჩენის ინტერესის აღძვრა.

მოსწავლეთა ასაკი: 9-10წ.

ვადები/ხანგრძლივობა: 2013წ  20.12,      2014წ 15.01

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია სასიმღერო ტექსტის მოსმენა,ჩაწერა მელოდიის დამახსოვრება და მისი გამრერება.

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: სანოტო რვეული, ფანქრები , აუდიო დისკი, მუსიკალური ინსტრუმენტი-ფანდური, ჩონგური.

პროექტის მსვლელობა: ჯგუფები ხალხური სიმღერების ჩანაწერებს განიხილავენ სკოლაში, ყველა ჯგუფში და დაიწყებენ მათ შესწავლას. სწავლების პერიოდში სკოლაში მოიწვევენ ხალხური სიმღერების შემსრულებლებს, რომლებიც პედაგოგთან ერთად აღმოუჩენენ დახმარებას ბავშვებს. სწავლების დასრულების შემდეგ მოეჭყობა სასკოლო ღონისძიება“ჩვენ ვმღერით“. ბავსვები ხალხური სიმღერის ზეიმზე მოიწვევენ სტუმრებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი: თეა ვაშალომიძე 
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: teavashalomidze@gmail.com                                                                                                                 

No comments:

Post a Comment