გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
გაითამაშე ზღაპარი
 საგანი/პედაგოგი
 მუსიკა/თეა ვაშალომიძე
 სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი, მე-2 კლასი 
 მოსწავლეთა პროფილი
 8 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლეები არ არიან.
 გაკვეთილის მნიშვენლობა/აქტუალობა
  •  შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა, ზღაპრის გათამაშება;
  • დიალოგის, მსჯელობის, წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარება.

 გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
  •  გამოუმუშავდეს შემოქედებითი  უნარჩვევები, შეძლოს როლების აღქმა-გათმაშება, შინაარსის რეალიზება.

 წინარე ცოდნა
  •  ბოროტებისა და სიკეთის აღქმა-გარჩევა

 შეფასების საგანი და პროცედურები
 მუსიკით გამოწვეულ ემოციას, გამოხატავენ დადებით და უარყოფით  დამოკიდებულებას, სწორად წარმოთქვამენ  ტერმინებს.
აქტიურად მონაწილეობენ და წარმოაჩენენ საკუთარ აზრს.
 გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 ხალხური ზღაპარი „მელა და ჩიტი“, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული  მელას სიმღერა, ვ. გოკიელის ოპერიდან წითელქუდა.
 გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
 მისალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ.

გაკვეთილის ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 2 წთ.

გაკვეთილის ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 2 ტექსტის კითხვა _ 15 წთ.
მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს ხალხურ ზღპარს „მელა და ჩიტი“, მასწავლებელი ახდენს ტექსტის ანალიზს: როგორი პერსონაჟია მელა?
რომელი პერსონაჟი უფრო მოგეწონათ?
თქვენ როგორ მოიქცეოით ჩიორას ადგილას? 
როგორ მუსიკას მიუსადაგებდი ვოკალურს თუ ინსტრმენტულს?
რამდენი შემსრულებელი შეასრულებდა ამ მუსიკას?
რა ქვია ორ შემსრულებელს?
სამს?
როგორი ხმა ექნებოდა მელას-ბოხი, წვრილი თუ საშუალო? დედა ჩიტს?

გაკვეთილის ფაზა _ რეფლექსია

ორ მოსწავლეს (მელას და ჩიტის როლების შემსრულებლებს),ზღაპრის ტექსტი წამღერებით წარმოთქვან, როგორც ეს მუსიკალურ თეატრში ხდება
შესასწავლი სიმღერა ვ. გოკიელის ოპერიდან
„წითელქუდა’’ 15წთ.
დავალება 24 ცარიელ  ჩარჩოში ჩახატონ მონადირე რომელიც მსუნაგ მელას ჭკუას ასწავლის.
პრეზენტაციის დროს მოვისმენ მოსწავლეების აზრს როგორი ფერები გამოიყენენ სურათის შესაქმნელად.
რეფლექსია მოსწავლეები პასუხობენ  მასწავლებლის კითხვებს და გამოხატავენ თავიანთ აზრს, რა მოეწონათ და რა არა.

No comments:

Post a Comment